ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი განხორციელდა
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ – ბესიკ გოფოძემ, ბაღდათის მერ არჩილ გოგსაძესთან, პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძესთან, დეპუტატებსა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთა ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც „კვირას“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბაღდათში წელს 346,000 ლარია გამოყოფილი, რომლითაც მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოსახლეობის საერთო კრებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.
„ძირითადი პრიორიტეტები გარე განათების მონტაჟი, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და სკვერების მოწყობაა. მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, მხოლოდ სოფელ როხში მოხდა კულტურის სახლის რეაბილიტაცია“, – აცხადებენ მერიაში.
რწმუნებულის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ ბაღდათში, რეგიონებში განსახორციელებელი პროქტებიდან დაფინანსებული საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაეობი დაათვალიერა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ასფალტო-ბეტონი სოფელ ობჩაში, დიმსა და ფერსათი-შუბანის დამაკავშირებელ გზაზე დაიგება. რწმუნებულის მოადგილემ ვიზიტის ფარგლებში ბაღდათის N1 , ფერსათის N2 საჯარო სკოლები და როხის საბავშვო ბაღი დაათვალიერა.