ლევან კობერიძე: სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების გამო, ვლადიმირ ზელენსკის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს

“ნებისმიერ ასეთი ტიპის ნაბიჯს ექნება თავისი შესაბამისი პოლიტიკური ფასი, მათ შორის – ზელენსკისთვისაც”, – ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატ,ი ლევან კობერიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხს.
მისივე თქმით, საქართველოსთვის მიხეილ სააკაშვილის ადგილი მოსახლეობამ რეალურად თავის გონებაშიც და სამართლებრივი თვალსაზრისითაც მკაფიოდ განსაზღვრა.
„ნებისმიერ ასეთი ტიპის ნაბიჯს ექნება თავისი შესაბამისი პოლიტიკური ფასი, მათ შორის – ზელენსკისთვისაც. ვფიქრობ, მასაც მოუწევს შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა. არ მგონია, რომ ეს უკრაინაშიც, მათ შორის, ოპონენტებისგან არ იყოს შეფასებული პოლიტიკურ ჭრილში საკმაოდ მწვავედ. საქართველოსთვის მიხეილ სააკაშვილის ადგილი მოსახლეობამ რეალურად თავის გონებაშიც და სამართლებრივი თვალსაზრისითაც მკაფიოდ განსაზღვრა. ამ ადამიანს აქვს სისხლის სამართლის კონკრეტული პასუხისმგებლობები წაყენებული და, შესაბამისად, თუ იგი საქართველოში მოხვდება, იქნება ის ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, რაც არის კანონით გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
აღნიშნული დადგენილება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები