ირაკლი კობახიძე ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 29-31 მაისს სამუშაო ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა.
ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარესთან – ვიქტორას პრანცკიეტისთან, პრემიერმინისტრ საულიუს სკვერნელისთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსთან და ეროვნული თავდაცვის მინისტრ რაიმუნდას კარობლისთან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, ბექა ოდიშარია, გიორგი მოსიძე, გიორგი კანდელაკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები