ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს  უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

აღნიშნული დადგენილება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები