ავსტრიის პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა
ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა დღეს ქვეყნის მთავრობა სებასტიან კურცის ხელმძღვანელობით დაითხოვა. როგორც სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტმა უნდობლობის ვოტუუმი გამოსცა.
ეს პირველი დამარცხებაა ავსტრიის მთავრობისთვის უკანასკნელი წლების მანძილზე. 32 წლის კურცმა საკუთარ პოსტზე 525 დღე გაატარა, რაც ყველაზე მოკლე ვადაა აღნიშნულ პოსტზე მყოფთაგანისთვის.
ბოლო ინფორმაციის თანახმად, ავსტრიის პრეზიდენტმა ფინანსთა მინისტრს, ჰარტვიგ ლეგერს, რომელიც შვიდი დღის წინ დროებითი ვიცეკანცლერი გახდა, კანცლერის მოვალეობების შესრულება დააკისრა, სანამ მთავრობის დროებითი ხელმძღვანელის დანიშვნა არ მოხდება.