ნუკრი ქანთარია: მინდა, ვკითხო ქალბატონ სამადაშვილს, ბოლოს როდის დაესიზმრა ბიძინა ივანიშვილი?!

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ნუკრი ქანთარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ დავით გარეჯის საკითხზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„აღვირახსნილობასაც საზღვარი აქვს. კარგად ვიცით ყველამ უკვე, რომ სეტყვა როცა მოდის, ეს ბიძინა ივანიშვილის “ბრალია”, მას ღილაკი აქვს, დააჭერს ამ ღილაკს და მოდის სეტყვა, მაგრამ დავით გარეჯთან დაკავშირებითაც თურმე მისი მონაწილეობა ყოფილა თავიდანვე, ეს ახლა გავიგეთ და მინდა, ვკითხო ქალბატონ სამადაშვილს, ბოლოს როდის დაესიზმრა ბიძინა ივანიშვილი, როდის შეაშინა და რა უთხრა, იქნებ, გაგვიმხილოს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები