ტრამპი: იაპონია 105 გამანადგურებელ F-35-ს შეიძენს
იაპონია აშშ-სგან დიდი რაოდენობით მრავალფუნქციურ გამანადგურებელ F-35-ს შეისყიდის. ამის შესახებ განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიაში ვიზიტისას.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი და იაპონიის პრემიერმინისტრი – სინდზო აბე იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე დიდი საზღვაო ძალების გემს – “კაგას” ეწვივნენ. ორივე ქვეყნის ლიდერი ვერტმფრენის აღნიშნული გემის ბაქანზე დაჯდა, სადაც იაპონელი და ამერიკელი საზღვაო არმიის ჯარისკაცები იყვნენ განლაგებულები.
“იაპონია მიიღებს F-35 105 თვითმფრინავს. ეს ყველაზე მსხვილი შენაძენი იქნება ჩვენ მოკავშირე ქვეყნებს შორის. ამ შესანიშნავი თვითმფრინავით იქნება აღჭურვილი ეს გიგანტური გემი, რაც საშუალებას მისცემს მას, ეფექტური რეაგირება მოახდინოს კონფლიქტებზე სხვადასხვა რეგიონში”,- განაცხადა ტრამპმა.