კარლო კოპალიანი: შალვა შავგულიძისთვის მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა და ამით ყველაფერი სახეზეა

“მთაწმინდელებო, შავგულიძე დადგა იმ ხალხის გვერდით, ვინც მოკლა მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირგვლიანი და სულხან მოლაშვილი. ამაზე ამაზრზენი რა უნდა იყოს?!”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, კარლო კოპალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
კოპალიანის თქმით, შალვა შავგულიძისთვის რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა, „ამით ყველაფერი სახეზეა“.
უმრავლესობის წევრმა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე ისაუბრა.
„როცა ადამიანი დგება ყოველივე უბედურების ავტორების გვერდით, ის თანამონაწილე ხდება ყველაფრის, ამიტომაც არის მისთვის პატივი სააკაშვილის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ყველაფერი სახეზეა. დასკვნების გამოტანა და სწორი არჩევანის გაკეთება მთაწმინდელებს არ გაგიჭირდებათ. ჩვენ არ ვართ რეჟიმი, ჩვენ არ ვემუქრებით საკუთარ ხალხს სულის ამოხდით. ნურავინ ჩაგვითვლის ამას სისუსტედ და ნუ ისარგებლებს ბოროტად. მართლა უტიფრებო, როგორ ლაპარაკობთ გირგვლიანზე  მისი მკვლელები?!“ – განაცხადა კოპალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები