“ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას და, ამავე დროს, აზერბაიჯანს, რომელსაც აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენ ქვეყანას”

“ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და, ამავე დროს, აზერბაიჯანს, რომელსაც აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენ ქვეყანას”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯები არ უნდა იქნას გადადგმული.
“ყველა, ვინც ერთ რანგში მოიხსენიებს რუსულ ოკუპაციას, რუსულ აგრესიას და, ამავე დროს, აზერბაიჯანს, რომელსაც აგრესორს უწოდებს, პირდაპირ მტრობს ჩვენ ქვეყანას. ყველა, ვინც ხელს უწყობს აზერბაიჯანის შიგნით იმ ძალებს, ან ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ გააღვივოს ანტიქართული განწყობები საქართველოს საწინააღმდეგოდ, პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ვერ დაინახო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები