სალომე სამადაშვილი: დავით გარეჯში უხილავი რუსული დროშა ფრიალებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯში უხილავი რუსული დროშა ფრიალებს. როგორც მან განმარტა, ყველგან, სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემა იქმნება, იქ რუსული დროშა ფრიალებს.
​დეპუტატი ყველა ამგვარ ქმედებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
„დღეს უხილავი რუსული დროშა ფრიალებს დავით გარეჯშიც იმიტომ, რომ ყველგან, სადაც იქმნება პრობლემა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, იქ ფრიალებს რუსული დროშა.
ჩემთვის სრულიად შოკისმომგვრელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ 26 მაისს ჩვენს სახელმწიფოში, როდესაც რუსული დროშები ფრიალებდა ბათუმში. ეს არის თქვენი ხელისუფლების ნამდვილი სახე. თქვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთი უკვე ტანკებითა და ჯარისკაცებით კი არ იპყრობს ამ ქვეყანას, არამედ იპყრობს დროშებითა და მომღერალი ბავშვებით“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები