რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება ჭიათურაში მიმდინარე წელს

2019 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ახლადარჩეული მერის გივი მოდებაძის თაოსნობით, 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. კერძოდ, მიმდინარეობს ცენტრალური საავტომობილო გზების მშენებლობა – სოფელ ბიღის, ვაჭევის, ღვითორი-მელუშეეთის, საბაჟო-ბერეთისას, მანდაეთი-ტყემლოვანა-ჩხირაულის, მერევის, გუნდაეთისა და მორძგვეთი-სალიეთის მიმართულებით. ჯამში მოასფალტდება 25 კილომეტრამდე საავტომობილო გზა.
მუნიციპალური ცენტრიდან ყველა აღნიშნული სოფლის მიმართულებით წლებია სრულიად ამორტიზებული გზა იყო, რაც ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. პროექტების დასრულების შემდეგ ჭიათურის მოსახლეობა ცენტრთან დაკავშირებას გაცილებით მოკლე დროში, კომფორტულად შეძლებს.
ასევე წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, დაგეგმილია ჭიათურა-წინსოფელი-ჭილოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. დაახლოებით 50-მდე პროექტი განხორცილდება, შიდა საუბნო გზების მობეტონება-მოასფალტების მიზნით.
მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების მოსაწესრიგებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 760 000 ლარი დაიხარჯება.
განხორცილდება სკვერებისა და სპორტული ტრენაჟორების მონტაჟი, რისთვისაც მუნიციპალიტეტს გათვალისწინებული აქვს 250 000 ლარი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები