ზაურ დარგალი მშობლიურ სკოლას ეწვია

მარნეულის ახლადარჩეული მერი, ზაურ დარგალი დღეს მშობლიურ სკოლას ეწვია, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე მიწვევისთვის, ზაურ დარგალმა სკოლის დირექციას მადლობა გადაუხადა და 26 მაისის  მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას  მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – მამუკა ნავერიანი, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები