სოფელ შავსაყდარში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდარში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება 3,2 კმ-იანი საავტომობილო გზა. სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი  – გიორგი ქორიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. გიორგი ქორიძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და გაეცნო მათ საჭიროებებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2019 წლის აგვისტოს თვეში დასრულდება, შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობით. სამუშაოების ღირებულება (ხელშეკრულებით) 1 243 999,70 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები