EBRD-ის მხარდაჭერით, ბათუმში ახალი საწარმო გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორთან, კატარინა ბიორლინ ჰანსენთან ერთად, შპს „ნოვა”-ს ინფრასტრუქტურა მოინახულა და განახლებული საწარმო გახსნა.

თორნიკე რიჟვაძემ განხორციელებული პროექტისა და მისი მნიშვნელობის შესახებ როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის კონტექსტში ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია “ნოვა” 2007 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე და კომპანიაში 340 ადამიანია დასაქმებული.

პროექტი EBRD-ისა და “თიბისი ბანკის” მხარდაჭერით განხორციელდა და კომპანიას საშუალებას აძლევს, დამატებით 10 საწარმოო ხაზი განათავსოს თბილისისა და ბათუმის ფილიალებში.

გახსნის ცერემონიას საქართველოში ევროკავშირისა და EBRD-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები