საკრებულოს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული წევრი თანამდებობას ტოვებს

ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურის განცხადებით, ომარ მახარაძე  იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და „ქართული ოცნება – მრეწველების“ ფრაქციას ტოვებს. აღნიშნული განცხადებით  მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა.

„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“, – განაცხადა ომარ მახარაძემ.

მოქმედი კანონმდებლობისა და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები