თორნიკე რიჟვაძე: არ შეიძლება, საქართველოში ფრიალებდეს რუსული დროშები

“26 მაისს, საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, არ შეიძლება, ფრიალებდეს რუსული დროშები. ბუნებრივია, უნდა დამდგარიყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა”, – ასე შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრის, ინგა შამილიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

რიჟვაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი ძირფესვიანად იქნება შესწავლილი.

“26 მაისს, საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, არ შეიძლება, ფრიალებდეს რუსული დროშები. ბუნებრივია, უნდა დამდგარიყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
​ეს იყო შეცდომა. სწორედ ამიტომ, მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, ვისაც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება, ჰქონდეთ გარკვეული პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით – მერწმუნეთ, რომ ძირეულად შევისწავლით”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები