ზესტაფონში, რკინიგზის სადგურში დასწყობებული რესლების ჩამოშლის შედეგად, ორი მუშა დაშავდა

ზესტაფონში  რკინიგზის სადგურის სალიანდაგო დისტანციის სამსახურში ორი თანამშრომელი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მუშები რელსების გადასაბმელ დეტალებს აწყობდნენ, რა დროსაც ის ჩამოიშალა და საწყობში მყოფი თანამშრომლები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ.
დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმები ერთ-ერთის მდგომარეობას შედარებით მძიმედ აფასებენ.
როგორც შსს-ში “კვირას” განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები