ძეგვსა და ნიჩბისში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ოთარ ჩხეიძემ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ძეგვისა და ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში 2019 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და მშენებლებს გაესაუბრა.
სოფელ ძეგვში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის გარდა, სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და სოფლის ცენტრის მიმდებარედ დაქსელვითი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლის წყლით მომარაგების სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,თერგი“ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებლო თანხა 104,544 ლარია.
როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხეკორძსა და ძეგვში სარწყავი არხების აღდგენა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული პროექტები ხორციელდება ნიჩბისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებშიც. დასრულებულია სასხორში გარე განათების სამუშაოები, ზემო ნიჩბისში კი შიდა საუბნო გზების მოხრეშვა. მიმდინარეობს ახალ ნიჩბისში ცენტრალური გზიდან სოფელში ჩამოსასვლელ გზებზე ბეტონის გადასასვლელების მოწყობა. ნიჩბისში წელს ადგილობრივი ბიუჯეტით დაგეგმილია სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაცია, რომლის პროექტის მომზადება ამჟამად მიმდინარეობს“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები