მარტვილელმა სპორტსმენმა კიკბოქსინგში პირველი ადგილი მოიპოვა

თბილისში  24-26 მაისს კიკბოქსინგში K-1 წესებით საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
„ჩემპიონატში  32 კგ წონით კატეგორიაში მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის “უშუს” ჯგუფის მოსწავლემ – ნიკა ბაღიშვილმა (მწვრთნელი – დათა წულაია) წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა“,- აცხადებენ მარტვილის მერიაში.
მათივე ცნობით, გამარჯვებული შესაბამისი ხარისხის მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები