საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბოლნისში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებითა და სპორტული აქტივობით აღინიშნა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცეები მოეწყო. ბოლნისის კულტურის სახლის ბავშვთა და მოზარდთა თეატრის მსახიობებმა სამშობლოს თემაზე ლიტერატურული კომპოზიცია შეასრულეს. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ეროვნული სამოსის კუთხე ქორეოგრაფიული ანსამბლების „თამარიონის“ და „სიონის“ მოცეკვავეების მონაწილეობით. წარმოდგენილი იყო გოგონათა გუნდი „ალილოს“ კუთხეც. კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის ორგანიზებით კი ჩატარდა მხიარული სტარტები, სადაც მონაწილეობა მიიღეს იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა.
26 მაისისადმი მიძღვნილი დასკვნითი კონცერტი კულტურის სახლის სცენაზე გაიმართა ანსამბლების „ორბელისა“ და „ერთობას“ შესრულებით.
ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ესწრებოდნენ.