თეთრიწყაროში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

თეთრიწყაროში, კულტურისა და დასვენების პარკში, თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება – კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საკონცერტო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა, ფოლკლორულმა ანსამბლებმა, მხატვრული კითხვის წრის და ქოსალარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგზარდრულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა.
ღონისძიებას, მოსახლეობასთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილეები: მალხაზ სამაშვილი, ბერდია ხვისტანი, ლია ზურებიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მუხაშავრია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები