ზესტაფონში “ფალავნობა-2019” გაიმართა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი  ღონისძიებათა ფარგლებში, ზესტაფონში “ფალავნობა–2019” გაიმართა. გამარჯვებული ფრიდონ შარიქაძეს  პრიზი ქალაქის ახლად არჩეულმა მერმა გიორგი გოგლიჩიძემ გადასცა.  გოგლიჩიძემ ღონისძიების მონაწილეებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ერთიან ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

დღეს ზესტაფონელებისთვის კიდევ ერთი საზეიმო კონცერტი შემოქმედებისა და კულტურის ცენტრში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები