დამოუკიდებლობის დღე ზესტაფონში ისტორიულ ციხე–ქალაქზე აღნიშნეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზესტაფონში ისტორიულ ციხე–ქალაქზე აღნიშნეს. სადაც საზეიმო მსვლელობა მოეწყო. ღონისძიებას ზესტაფონის ახლადარჩეული მერი გიორგი გოგლიჩიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

დამოუკიდებლობის დღე შორაპნის ციხიდან ზესტაფონელებს მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მაღრაძემ მიულოცა, დღე საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც საზეიმო ღონისძიებებში სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლები და მუსიკალური კოლექტივები მონაწილეობდნენ. ღონისძიების  დასრულების შემდეგაც ციხეზე საზეიმო ვითარებაში, საქართველოს დროშა აღმართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები