თორნიკე რიჟვაძე: სწორედ განათლებაა ის გზა, რითაც შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ადგილობრივებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.
“ყველას მინდა მივულოცო 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენი წინაპრების ბრძოლისა და თავგანწირვის შედეგად, ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, დამოუკიდებელი. მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება და ჩვენი თაობის და ყველა მომავალი თაობის ვალია, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს.
თუ გვინდა, რომ ქვეყანა ამოვიყვანოთ სიღარიბიდან, თუ გვინდა გვქონდეს თავისუფალი ქვეყანა და დავამარცხოთ ოკუპაცია, სწორედ განათლებაა ის სწორი გზა და ის სწორი ღირებულება, რომლის საფუძველზეც ჩვენ, ყველანი ერთად, შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და გამთლიანებას. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ!” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.
დღეს ბათუმში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2018-2019 სასწავლო წელს, აჭარის მასშტაბით, 313 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია.