ხულოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 101-ე წლისთავი, ისევე როგორც მთელს საქართველოში, ხულოშიც აღნიშნეს. საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  43 ოქროსა და  ვერცხლის მედალოსანი დააჯილდოვა.  ღონისძიებაზე, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა, სხვადასხვა ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომერი შეასრულეს. ღონისძიებაში საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. ცერემონიას მერიისა და საკრებულოს სხვა თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
​ხულოს ახლად არჩეულმა მერმა ვახტან ბერიძემ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ისტორიისთვის ეს დღე უმნიშვნელოვანესია.

“მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, ასევე  ხულოს მოსახლეობას. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ქართველი ხალხისთვის. ეს არის დღე, რომლითაც ვზეიმობთ და ვამაყობთ ქართველი ხალხი.  მინდა გითხრათ, რომ ქართველი ერი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, საქართველოში იყოს ქართული ტრადიციები დაცული და ქართული სიტყვა ითქმოდეს ხმამაღლა“. – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

 Image may contain: 4 people, people standing, people sitting and suitImage may contain: 5 people, people standing, suit and indoorImage may contain: 1 person, on stageImage may contain: 20 people, people smiling, people standing

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები