გიორგი გახარიამ ზუგდიდში შს სამინისტროს მიერ განთავსებული ინსტალაციები მოინახულა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. მინისტრმა ქალაქის ცენტრში შს სამინისტროს მიერ განთავსებული ინსტალაციები ახლად არჩეულ მერთან გიორგი შენგელიასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად დაათვალიერა. გახარიამ სიმბოლურად, საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ინსტალაციაზე ხელიც მოაწერა და 112-ის ახალი მანქანები დაათვალიერა.