ჭიათურაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
ჭიათურაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მერის მოადგილემ, დავით ბიწაძემ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ციცქიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლ გმირებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
“მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. დღევანდელ დღეს, ჩვენ დაგეგმილი გვქონდა რამდენიმე ღონისძიება, თუმცა მაღაროელთა გაფიცვის გამო, ღონისძიებები არ ჩატარდება. ჩვენ გვირგვინით შევამკეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივს ვცემთ ყველა იმ გმირს, ვინც ტერიტორიულ მთლიანობას თავი შესწირა“, – განაცხადა ჭიათურის მერის მოადგილე დავით ბიწაძემ.