მარნეულში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მარნეულში 14 საათიდან იწყება. ძირითადი ლოკაცია რუსთაველის ქუჩაა, სადაც დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკის გამოფენა.
14:00 საათიდან, რუსთაველის ქუჩაზე, მოეწყობა სახალხო სეირნობა, ადგილობრივი და მოწვეული მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა ბავშვთა გასართობი აქტივობები. 19:00 საათიდან დაიწყება საზეიმო გალა კონცერტი, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლების წინაშე წარდგებიან ანსამბლი „მგზავრები“ და თეატრალური კვარტეტი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მარნეულში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მარნეულის ახლად არჩეული მერი – ზაურ დარგალი შეუერთდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები