ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ლიანდაგზე ძლიერი ქარის შედეგად ხე ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ლიანდაგზე, სოფელ ინგირის მონაკვეთთან, ქარმა ხე მოგლიჯა და ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა. მატარებლის მოძრაობა რამდენიმე წუთით პარალიზებული იყო.
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
შემთხვევის ადგილას ზუგდიდის ახალარჩეული მერი, გიორგი შენგელიაც იმყოფება.