“ჩვენ ტაძარში 40 დღის განმავლობაში გადავიხდით პანაშვიდებს, სასულიერო პირები მოვლენ და ესეც ორგანიზებულად მოხდება” – მამა საბა
“ჩვენ ტაძარში 40 დღის განმავლობაში გადავიხდით პანაშვიდებს, სასულიერო პირები მოვლენ და ესეც ორგანიზებულად მოხდება,” – ამის შესახებ მამა საბა გაზდელიანი საუბრობს.
როგორც მღვდელმსახური აღნიშნავს, დღეს მრევლს შესაძლებლობა ექნება, შევიდეს ტაძარში და მიეახლოს უწმინდესის საფლავს.
“ეს ხდება ძალიან ორგანიზებულად, რიგში, მშვიდად წყნარად, ყველას შესაძლებლობა მიეცემა, რომ მიეახლოს. ჩვენ ტაძარში 40 დღის განმავლობაში გადავიხდით პანაშვიდებს, სასულიერო პირები მოვლენ და ესეც ორგანიზებულად მოხდება,” – აცხადებს მამა საბა.