26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს რამდენიმე ქალაქში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
26 მაისის – საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის რეგიონული დეპარტამენტები ავრცელებენ.
მარნეულში 25 მაისის 10:00 საათიდან 27 მაისის 08:00 საათამდე შოთა რუსთაველის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეძრუდულია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება 25 მაისის 10:00 საათიდან 27 მაისის 08:00 საათამდე” – ნათქვამია ქვემო ქართლის პოლიციის განცხადებაში.
მოძრაობა ასევე შეიზღუდება ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე 10:00 საათიდან 24:00 საათამდე.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 26 მაისს, ბათუმში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 10:00 საათიდან 24:00 საათამდე შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე – დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე. მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობის დროსაც – პეტრე მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან (კოლონადებიდან) კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე”, – აღნიშნულია აჭარის პოლიციის განცხადებაში.