გიორგი შენგელიამ, შვილთან ერთად, საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა (ფოტო,ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა მერმა, გიორგი შენგელიამ, შვილთან და “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნის პროცესში მიიღო მონაწილეობა.
როგორც “კვირას” “ქართული ოცნების” პრესსამსახურიდან აცნობეს, შენგელიას განცხადებით, პირველადი სახის აღდგენისთვის, სააგიტაციო პლაკატებისგან გასუფთავდება ქალაქის და სოფლის ყველა ქუჩა.
პლაკატების ჩამოხსნისა და ქალაქის გასუფთავების პროცესში “ზუგდიდდასუფთავების ცენტრიცაა” ჩართული.