სოფელ კაჭრეთში ძლიერმა ქარმა 5-სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ძლიერმა ქარმა 5-სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა, დაზიანდა საკანალიზაციო მილი და რამდენიმე საათის განმავლობაში, მოსახლეობას ელექტრომომარაგება არ მიეწოდებოდა. მოსახლეობის ევაკუაცია კორპუსიდან საჭირო არ გახდა.

გურჯაანის მერის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები