ზუგდიდის 67-ე საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს

ზუგდიდის 67-ე საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას დღესაც განაგრძობს. საოლქო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციების – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრები უკვე განიხილა.

კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განმარტებით, სულ სამი საჩივარი იყო, თუმცა ორი ერთ უბანს ეხებოდა. 83-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა ორჯერ მისცა – გასადატანი ყუთის სიით და, ასევე, უბანზეც. საია-მ კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. საოლქო კომისიამ ორგანიზაციის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თავმჯდომარეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრეს.

საოლქო კომისიამ თავისი ინიციატივით განიხილა, ასევე, 82-ე საარჩევნო უბანზე  გადასატან ყუთში არაიდენტური საკონტროლო ფურცლის აღმოჩენა. ამ უბანზე ოლქში საჩივარი არ დაწერილა, თუმცა, ვინაიდან ყუთში არაიდენტური საკონტროლო ფურცელი იყო, კომისიამ ყუთის შედეგები ბათილად ცნო. სულ 27 ხმა გაბათილდა.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში 100-მდე საჩივარია დაწერილი, რომელთა უმეტესობა, მირანდა მესხის განცხადებით, პროცედურულ დარღვევებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები