ახალქალაქში გატაცებული ათობით პირუტყვი მეპატრონეს დაუბრუნდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ერთ-ერთი ფერმიდან გატაცებული 32 სული მსხვილფეხა, რქოსანი პირუტყვი გაიტაცეს მეპატრონეს სრულად დაუბრუნდა.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 ე (ძარცვის) მუხლით მიმდინარეობს. ტარდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.
შეგახსენებთ, რომ სოფელ კარწახში წუხელ ფერმის დაცვის თანამშრომელს თავს დაესხნენ და 32 სული მსხვილფეხა, რქოსანი პირუტყვი გაიტაცეს. ბოროტმოქმედებმა მოკლეს ძაღლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები