გურიაში ადგილობრივებმა ბუნებრივი აირისა და წყლის მოთხოვნით აქცია გამართეს
დღეს ურეკი-ოზურგეთის ავტომაგისტრალზე მოსახლეობა იყო შეკრებილი.
ადგილობრივების პროტესტის მიზეზი ბუნებრივი აირისა და წყლის პრობლემის მოგვარება გახდა.
აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. ადგილობრივების თქმით, პროტესტის ფორმა კიდევ უფრო რადიკალური იქნება, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი სარკინიგზო მაგისტრალსაც გადაკეტავენ.
მოსახლეობას ოზურგეთის ვიცემერი შეხვდა და განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში წყლის პრობლემა მთლიანად მოგვარდება
,, სადღაც 1-2 კილომეტრში ჭაბურღილი გაკეთდა. რაღაც რაოდენობას, დაახლოებით, 50-60 ოჯახს ეს პრობლემას მოუგვარებს. რაც შეეხება აქეთ ტერიტორიებს – სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება’’, – განაცხადა ალეკო სურგულაძემ.