ხულოს ახლადარჩეულმა მერმა პირველი დღე მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყო

გამარჯვების შემდგეგ ხულოს ახლადარჩეულმა მერმა, ვახტანგ ბერიძემ პირველი დღე მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყო. ბერიძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც საარჩევნო მარათონში იყო ჩართული. მისი თქმით, ის ყველას მერი იქნება და ეტაპობრივად ყველა პრობლემის მოგვარებას შეძლებს. მერმა ,,კვირასთან“ სამომავლო გეგმაბზეც ისაუბრა. ის ძირითად მიმართულებად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ტურისმის განვითარებასა და სასმელი წყლის მოგვარებას ასახელებს. ვახტანგ ბერიძემ აღნიშნა, რომ პროექტებზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

“მე ვიქნები ყველას მერი. როგორც ხალხის რჩეული, საქმიანობას ხვალიდან შევუდგები, ცესკო-ს ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე  კვლავ მერის მოვალეობას შევასრულებ. ჩემი მერობის პერიოდში  აუცილებლად მოვაგვარებ მუნიციპალიტეტში წყლის პრობლემას. აღნიშნულ პროექტებზე მუშაობა დაწყებული მაქვს. დაბა ხულოს განვითარების გეგმაზე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ჩართული ვართ მოლაპარაკეკებებში დონორ ორგანიზაციებთან; გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს დაბა ხულოს ცენტრი, რომ ტურისტირთვის იყოს მიმზიდველი და მუნიციპალიტეტი გამოიყურებოდეს ისე, რომ საქართველოში იყო ძალიან ლამაზი მუნიციპალიტეტის ცენტრი. მიმდინარე წლის  პროექტები ჩემს გუნდსა და ხალხთან ერთად მაქვს დაგეგმილი, ამიტომ საქმიანობას როცა დავუბრუნდები, ყველა პროექტს მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენ გვაქვს სოციალური პროგრამები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მოსახლეობაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მთავარია ადგილობრივების დასაქმება. ჩვენ გავხსენით ხულოში პროფესიული კოლეჯი, სადაც მსურველები სხვადასხვა პროფესიას დაეუფლებიან. ასევე, ჩვენ გვაქვს კურორტი გოდერძი, სადაც ტურისტული კომპლექსის მოსაწყობად  ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, შენდება სხვადასხვა სასტუმრო, სადაც 3 ათასამდე მოქალაქე შეძლებს დასაქმებას, რაც ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას“, – აღნიშნა ხულოს მერად არჩეულმა ვახტანგ ბერიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში გუშინ მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატს, ვახტანგ ბერიძეს მხარი ამომრჩეველთა 70,9 პროცენტმა დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები