სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში სეტყვამ ოთხი სოფელი დააზარალა. ჭიკაანში, გავაზში, კუჭატანსა და წიწკანაათსერში განადგურებულია საზამთროს, ნესვისა და მარწყვის ბაღები.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, განადგურდა ვენახების 50 პროცენტი.
დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში ზარალის დამთვლელი კომისია ჯერ არ ჩასულა.
დღის მეორე ნახევარში დაიწყება ზიანის ხარისხისა და ოდენობის შესწავლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები