გია ვოლსკი: ძალიან ბევრი დაკარგა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, როცა ზუგდიდში მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი აირჩია

„ძალიან ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა ზუგდიდში მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი აირჩია, – ამ სიტყვებით აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ზუგდიდში მერის არჩევნების შედეგს.
მისივე განმარტებით, ქართველ ხალხს რევოლუციური მოწოდებები არ სჭირდება.
„ძალიან ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა ეს კადრი აირჩია. ისტერიკა, სკანდალები, ეს ხომ მხოლოდ დღეს არ ხდებოდა. ეს ხმამაღალი განცხადებები, რევოლუციურ სცენარზე საუბარი, მოიგებს თუ წააგებს მთავარი ეგ არ არის. გარდა ამისა, ხალხმა იცის, რომ ეს არ არის სამეურნეო ხელმძღვანელობისთვის, ამისთვის არ იღვწოდა სანდრა. ქართველ ხალხს ეს არ სჭირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები