ოზურგეთში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა დავით მდინარაძემ გაიმარჯვა

ოზურგეთში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა დავით მდინარაძემ გაიმარჯვა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენეიშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით მდინარაძემ ხმების 71,75% მიიღო.

მისივე თქმით, მეორე ადგილზე 15, 85 %-ით ,,ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იაკობ ზაქარეიშვილი გავიდა .

ოზურგეთში სულ 5 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და რეგისტრირებული იყო 5089 ამომრჩეველი.

საკუთარი არჩევანი კი 2337 ამომრჩეველმა დააფიქსირა.

ოზურგეთის საკრებულოში მოსახვედრად დღეს 13 კანდიდატი იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები