კომისიის თავმჯდომარე საავადმყოფოში გადაიყვანეს – რა ვითარებაა ზუგდიდის N86 საარჩევნო უბანზე

ზუგდიდი  N86 საარჩევნო  უბანზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად, უბნის კომისიის თავმჯდომარე, ანგელინა გუგუჩია შეუძლოდ გახდა. ის ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უახლოეს  საავადმყოფოში გადაიყვანა.

“დაპირისპირება მთვლელების პოზიციების გადანაწილებას მოჰყვა. ოპოზიციის დამკვირვებელი პოზიციების განაწილებას აპროტესტებდა, “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენელი კი კომისიის მუშობას ხელს უშლიდა, რის გამოც, კომისიამ ორივე მათგანი უბნიდან გააძევა”, –  ამბობს “კვირასთან” საუბარში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გია გოძილანძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები