ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან გამყოფ ზოლს 24 საათით ჩაკეტავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი საქართველოსთან გამყოფ ზოლს, 20 მაისს მომხდარი “ზარის ტრაგედიისადმი” მიძღვნილი ღონისძიების გამო, 24 საათით ჩაკეტავს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი გაცნობებთ, რომ, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, 20 მაისს დაგეგმილი ღონისძიებასთან დაკავშირებით 19 მაისის 20:00 საათიდან საზღვრის გადალახვა საქართველოსთან შეიზღუდება”, – ნათქვამია “კომიტეტის” პრესსამსახურის განცხადებაში.
მათი ცნობით, “სასაზღვრო პუნქტების” მუშაობა 21 მაისს, დილის 6 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება.