რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილადან ორი მამაკაცი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილასთან, ორი მამაკაცი დააკავეს და გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ საქართველოს 2 მოქალაქე დაკავებულია ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით. მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.მედიაში
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი სოფლის განაპირას სატაცურის საკრეფად იყვნენ წასული, რა დროსაც შეირაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე მათგანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები