ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან გამყოფ ზოლზე კონტროლს გააძლიერებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან გამყოფ ზოლზე უსაფრთხოების ზომებს კანონდარღვევის პროფილაქტიკის მიზნით გააძლიერებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახური” ავრცელებს.
“სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ორგანოების – რესპუბლიკის შს სამინისტროსა და სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ერთობლიობით, ამა წლის მაისში რესპუბლიკის სასაზღვრო ზოლზე კანონდარღვევის პროფილაქტიკური სამუშაოები იგეგმება”,- აცხადებენ “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში”.
აღნიშნული ღონისძიება “სახელმწიფო საზღვრის” საკონტროლო რეჟიმის გაძლიერებას გულისხმობს.