ოკუპანტებმა სატაცურის კრეფისას გატაცებული მამაკაცი დღეს გაათავისუფლეს

ოკუპანტების მიერ დაკავებული სოფელ ქვეშის მაცხოვრებელი მამაკაცი თავისუფალია.
73 წლის ამირან მელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 5 მაისს დააკავეს და ცხინვალის იზოლატორიდან დღეს გაათავისუფლეს.
მამაკაცი ოკუპანტებმა ბაღში სატაცურის კრეფისას დააკავეს.
მელაძე ცხინვალის იზოლატორში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გადაიყვანეს, დღეს კი სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლეს.
მამაკაცი ქართველ სამართალდამცველებს ცოტა ხნის წინ გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები