ბესლან ჭკადუა, რომელმაც დე ფაქტო აფხაზეთის პასპორტი დაწვა, სოხუმში დაჭრეს

ბესლან ჭკადუა, რომელმაც Facebook-ის საშუალებით გაავრცელა ვიდეო, სადაც დე ფაქტო აფხაზეთის პასპორტს წვავდა, სოხუმში დაჭრეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის გენპროკურატურის პრესსამსახურის უფროსი, დაურ ამიჩბა ავრცელებს.
ინციდენტი სოხუმში, სახაროვის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა.
“დაუდგენელი პირების ჯგუფმა ბესლან ჭკადუას სხვადასხვა მიდამოში ჭრილობა მიაყენა”, – აცხადებს ამიჩბა.
მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მის სიცოცხლეს, ამ დროისთვის, საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები