რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვეშიდან 80 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში მცხოვრები 80 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული.
„მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,- აცხადებენ სუს-ში.
შემთხვევა გუშინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები