ხერფრიდ მიუნკლერი: უკრაინას გოლიაფად გადაქცევა არ სჭირდება

სამხედრო კონფლიქტების ერთ-ერთმა წამყვანმა სპეციალისტმა, გერმანელმა ისტორიკოსმა ხერფრიდ მიუნკლერმა იოლნში მოხსენებით გამოსვლისას, მსოფლიოში მიმდინარე ომებზე, ვირტუალურ და საინფორმაციო თავდასხმებზე, ასევე ფსიქოლოგიურ ზეწოლებზე ისუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა უკრაინის მოვლენებიც გააანალიზა.
,მომავალში ომები სხვადასხვა ხასიათისა და სხვადასხვა მიმართულების იქნება. მეტნაკლებად, უსისხლო ომების რაოდენობა როგორც ვირტუალურ სივრცეში, ასევე რეალურადაც განსაკუთრებით გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში მიზანი – მოწინააღმდეგის ტექნოლოგიების წინაშე ტექნიკის და ტექნოლოგიური უპირატესობების დემონსტრირება იქნება. მაგრამ, ამავდროულად, მოხდება არანაკლებ სისხლისმღვრელი და ხანგრძლივი ომები, როგორც, მაგალითად, ოცდაათწლიანი ომი ევროპაში, ან ორივე მსოფლიო ომი. უფრო მეტი იქნება ომები პრიმიტიული იარაღების გამოყენებით, უფრო მეტი იქნება შეიარაღებული ეთნიკური კონფლიქტები, სამოქალაქო ომები. მე ასევე ვფიქრობ, რომ გლობალურ კონტექსტში, გაქრება დასავლეთის უპირატესობა. სიტუაცია უფრო ქაოტური და ბუნდოვანი გვექნება. საინფორმაციო სააგენტო DW-ს კორესპონდენტი:
-არასასიამოვნო პროგნოზია. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ის, რაც ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინაში ხდება, თქვენი თეზისების მტკიცებულებაა?
– უკრაინა ახლა ჩვენი ყურადღების ცენტრში იმყოფება. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, ეს კონფლიქტი მასშტაბური არ არის, მაგალითად, ომს სირიაში ვერც კი შევადარებთ. მეორე მხრივ, უკრაინა გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, ერთგვარად, ,,სამხედრო ნახევარმთვარის“ ზონას უერთდება, რომელიც გადაჭიმულია კავკასიაზე, უახლოეს აღმოსავლეთზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპოროებამდე და ტუნისის აღმოსავლეთ საზღვრამდე გრძელდება.
ამ ზონაში არ არის გამოცხადებული საომარი მოქმედებები ცალკეულ სახელმწიფოებს შორის, მაგრამ ადგილი აქვს პერმანენტულ შეიარაღებულ კონფლიქტებს სხვადასხვა ფორმატში: სამოქალაქო ომი, ეკონომიკური, ეთნიკური კონფლიქტები და სხვა…
– კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ომი კლასიკური გაგებით, როგორც სახელმწიფოების, ან სისტემების შეტაკება – უკრაინაში არ არის. ნატო უკრაინისთვის თითსაც კი არ გაანძრევს. ევროკავშირი და ამერიკა იმოქმედებენ და უკიდურეს ეკონომიკურ სანქციებს გაატარებენ. სხვა საქმეა ის, რომ უკრაინის ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე ამბები სამოქალაქო ომის ხასიათს ატარებს, რომლისთვისაც ტიპურია სიტუაციის ბუნდოვანება.10410079_525303007592298_820594251_n
– ჯონ კერიმ განაცხადა, რომ რუსეთი მე-19 საუკუნის მეთოდებით მოქმედებს. მაგრამ უსისხლოდ ,,ყირიმის აღება“, ან მოსკოვის გავლენა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტზე, რომელსაც მხარს უმაგრებდა რუსეთის საინფორმაციო არხების შეტევები, ომის წარმართვის თანამედროვე მეთოდებზე არ მეტყველებს?
– აბსოლუტურად. მე საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ უნდა მივუდგე ამერიკელების ზოგიერთ განცხადებას. ეს ალბათ წინასწარ გათვლილი პროპაგანდაა, რომელთა მიზანიც პუტინის პროვოცირებაა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ ამერიკელები – ცუდი ანალიტიკოსები არიან. პუტინმა, ზოგადად, ბევრი რამ ისწავლა, მათ შორის ნატოსგანაც. იგი ნატოს სტრატეგიის კოპირებას ახდენს და ამას ძალიან პროფესიონალურად აკეთებს. დამცველის, სუსტების და დაჩაგრულების როლის არჩევა ძალიან დამახასიათებელია ასეთი სტრატეგიისთვის.
– გერმანული ტელევიზიების ეკრანებზე- რუსეთის ტანკები უკრაინის საზღვრებთან, სამხედრო ტექნიკა 9 მაისის აღსანიშნავ აღლუმზე, წითელ მოედანზე მოსკოვში და სევასტოპოლში – ესეც ,,პოლიტიკური თეატრის“ ატრიბუტია?
– ტანკების შემთხვევაში – დიახ, ასეა. საუბარი იყო მედიის ისეთი სახის შექმნაზე, რომელიც პირველ რიგში, ზემოქმედებას მოახდენდა რუსეთისა და უკრაინის მცხოვრებლების აზროვნებაზე. ჩამწკრივებულ ჯარისკაცებს, რომლებიც მარშირებას გადიოდნენ, ტანკების კოლონებს, საჰაერო ესკადრილიებს ,,ვიზუალური ანტითეზისის“ ეფექტი უნდა მოეხდინათ ევრომაიდნის ქაოსზე კიევში. ეს -კლასიკური სამხედრო სპექტაკლი იყო. სხვათა შორის, მე კატეგორიულად არ ვურჩევდი უკრაინის ახალ ხელისუფლებას, შეიარაღდნენ იმითი, რითიც იარაღდება პუტინი: არც გადატანითი და არც, ღმერთმა ნუ ქნას, ამ გამოთქმის პირდაპირი მნიშვნელობით. უკრაინამ არავითარ შემთხვევაში უარი არ უნდა თქვას დავითის როლზე, რომელიც გოლიაფს ებრძვის, შემდეგ კი თავად ხდება გოლიაფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები