სოხუმის №2 საჯარო სკოლა იწვის (ვიდეო)
დე ფაქტო აფხაზეთში, სოხუმში №2 საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის ადგილას მეხანძრეები არიან მობილიზებულები. ამ დროისთვის, ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა.
სკოლასთან მოსახლეობაა შეკრებილი და ხანძრის ლიკვიდირებას ელოდება. სპეციალისტები, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ ხანძრის გაჩენის მიზეზს.
ინციდენტის ადგილას იმყოფებიან დე დაქტო აფხაზეთის “პრეზიდენტი” – რაულ ხაჯიმბა და “განათლების მინისტრი” – ადგურ კაკობა.