ქეთევან ციხელაშვილი თაგილონში დაკავებულზე: ეს ყველა შემთხვევაში აღიქმება, როგორც უკანონო დაკავება
სოფელ თაგილონში დაკავებული 1986 წელს დაბადებული მამაკაცის გათავისუფლების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს.
შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.
„ფაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რომელიც აფხაზური მხარის მიერ იყო მოწოდებული, ცხელი ხაზი ჩაერთო. ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე მოკვლევა მიმდინარეობს. ჩვენთვის ყოველთვის მოთხოვნა და პრიორიტეტი არის ის, რომ პირი რა ე.წ. ბრალდებებითაც არ უნდა იყოს დაკავებული, გათავისუფლდეს. ეს ყველა შემთხვევაში აღიქმება, როგორც უკანონო დაკავება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის 1986 წელს დაბადებული ზაზა შარია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.